შინაარსზე გადასვლა

ვაშინგტონ პოსტი (გაზეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: az:The Washington Post
ხაზი 35: ხაზი 35:


[[ar:واشنطن بوست]]
[[ar:واشنطن بوست]]
[[az:The Washington Post]]
[[bg:Вашингтон Поуст]]
[[bg:Вашингтон Поуст]]
[[bn:দ্য ওয়াশিংটন পোস্ট]]
[[bn:দ্য ওয়াশিংটন পোস্ট]]

11:56, 6 აპრილი 2010-ის ვერსია

ვაშინგტონ პოსტი

ვაშინგტონ პოსტის პირველი გვერდი
მედიის სახეობა:ყოველდღიური გაზეთი
დაფუძნდა:1877
მფლობელი:ვაშინგტონ პოსტ კომპანი
შტაბ-ბინა:1150 15-ე ქუჩა, ჩ.დ. ვაშინგტონი, აშშ
მკითხველი:715,181
გავრცელება:აშშ-ის აღმოსავლეთი სანაპირო

ვაშინგტონ პოსტი (ინგლ. "The Washington Post") უდიდესი და უძველესი გაზეთია ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი, აშშ-ის დედაქალაქი. გაზეთმა მსოფლიოში გაითქვა სახელი ადრეულ 1970-იანებში ბობ ვუდვორდისა და კალრ ბერნსტაინის უოტერგეიტის სკანდალის გამოძიებისას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნიქსონის პრეზიდენტობიდან გადაყენებაში. პოსტი საყოველთაოდ ითვლება საუკეთესო სამ ამერიკულ გაზეთთა რიგში ნიუ-იორკ ტაიმსთან (გამორჩეული საერთო ხასიათის რეპორტაჟებითა და საერთაშორისო მიმოხილვით) და უოლ სტრიტ ჯორნალთან (საფინანსო მიმოხილვებით) ერთად. პოსტმა რეპუტაცია თეთრი სახლისა და კონგრესის მუშაობისა და აშშ-ის მთავრობის სხვა ასპექტების რეპორტაჟებით მოიხვეჭა.

ტაიმზისა და ჯორნალისგან განსხვავებით პოსტი საკუთარ თავს რეგიონალურ გაზეთად თვლის და მისი ეროვნული გამოცემა დისტრიბუციაში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს არ სცდება ხოლმე. მის მკითხველთა უმრავლესობა კოლუმბიის ოლქში და ასევე მის შემოგარენში მყოფ მერილენდისა და ჩრდ. ვირჯინიის გარეუბნებშია.

2004 წლის სექტემბერიდან გაზეთის ყოველდღიური ცირკულაცია 707 ათას აღემატებოდა, ხოლო მისი საკვირაო გამოცემის ტირაჟი 1 მილიონს აღემატება, რაც მას ქვეყნის მასშტაბით ტირაჟის მიხედვით მეხუთე ადგილზე აყენებს, ნიუ-იორკ ტაიმსის, ლოს-ანჯელეს ტაიმსის, უოლ სთრით ჯორნალისა და იუ-ეს-ეი თუდეის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტირაჟი (ისევე როგორც ყველა სხვა გაზეთების) ბოლო დროს ნელ-ნელა ეცემოდა, მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბაზარში-შეღწევადობის რეიტინგი აქვს აშშ-ის მეტროპოლიების ყოველდღიურ გაზეთებს შორის.

ისტორია

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA