შინაარსზე გადასვლა

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
მინიტმენი (აშშ)

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა (კბრ) — შორი მოქმედების (5 500 კმ-ზე მეტი) იარაღი, რომელიც, როგორც წესი, მზადდება მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ბირთვული საბრძოლო შეტევების მისატანად. მათი შორი მოქმედების რადიუსის და დამანგრეველი ძალის გამო სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის შემთხვევაში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები წარმოადგნენ ყველაზე უფრო დამანგრეველ ძალას.

დღესდღეობით ხუთ სახელმწიფოს აქვს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები: აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი. ინდოეთს აქვს საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტები და ამჟამად ქმნის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს (იგივე ეხება პაკისტანს). ჩრდილოეთ კორეასაც აქვს გარკვეული მიღწევები ამ სფეროში: 1998 და 2006 წელს მან გამოსცადა რაკეტები, თუმცა არცთუ ისე წარმატებულად.

1991 წელს აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ შეემცირებინათ ბირთვული რაკეტების რაოდენობა (შეთანხმება სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ).

LGM-118 Peacekeeper

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შემთხვევაში ფრენის რამდენიმე ფაზა შეიძლება გამოიყოს:

აფრენა-გრძელდება 3-5 წუთი (მყარსაწვავიანი რაკეტებისათვის ნაკლები დროა საჭირო, ვიდრე თხევადსაწვავიანი რაკეტებისათვის). რაკეტების მიერ ამ დროს მიღწეული სიმაღლე არის 150-400 კმ მათი ტრაექტორიის მიხედვით, საწვავის გამოლევის შემდეგ ტიპური სიჩქარე — 7 კმ/წმ.

შუა ფაზა-გრძელდება 25 წუთი და წარმოადგენს სუბორბიტალურ ტრაექტორიას მაქსიმალური სიმაღლით 1 200 კმ. მის დროს საბრძოლო თავი შეიძლება დაიშალოს რამდენიმე დამოუკიდებელ საბრძოლო თავად, რომლებიც სხვადასხვა მიზანს ემიზნება.

შესვლა-იწყება დაახლოებით 100 კმ სიმაღლეზე და გრძელდება 2 წუთი. საბრძოლო თავი მიზანს უახლოვდება 4 კმ/წმ სიჩქარით (პირველი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისათვის ეს სიჩქარე 1 კმ/წმ ნაკლები იყო)