C'Mon People — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის სიმღერა. შეტანილია ალბომში Off the Ground. გამოვიდა სინგლის სახით 1993 წლის 22 თებერვალს. ბრიტანეთის ჩარტში იგი 41-ე პოზიციაზე მოხვდა.[1][2]
სიმღერა აგრეთვე ჩაიწერა პოლის მიერ, გადაცემაში Top Of The Pops გამოსვლისას. სიმღერის მუსიკალური ვიდეოს ავტორი კევინ გოდლია. მასში პოლი ზის და უკრავს ფორტეპიანოზე, ხოლო მუშები მის ირგვლივ აწყობენ და შლიან დეკორაციებს.