შინაარსზე გადასვლა

სკკპ ცკ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცეკა)

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი (რუს. Центральный комитет Коммунистической партии Советского Союза; 1917 წლის გაზაფხულამდე: ЦК РСДРП; 1917—1918 ЦК РСДРП(б); 1918—1925 ЦК РКП(б); 1925—1952 ЦК ВКП(б)) — სსრკ კომპარტიის უმაღლესი პარტიული ორგანო პარტიის ყრილობებს შორის პერიოდებში. სკკპ ცკ-ის უდიდესი რაოდენობა (412 წევრი) არჩეულ იქნა 1990 წლის კომპარტიის XXVIII ყრილობაზე.

კომიტეტის უფლებამოსილებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკკპ-ის წესდების მიხედვით ცენტრალური კომიტეტი (შემოკლებით "ცეკა") ხელმძღვანელობდა პარტიის მთელ საქმიანობას, განაგებდა ადგილობრივ პარტიულ ორგანოებს, პარტიის საკადრო პოლიტიკას. ცეკა მიმართულებას აძლევდა ცენტრალურ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და პარტმუშაკებს; ქმნიდა სხვადასხვა ორგანიზაციებს და პარტიულ საწარმოებსა და დაწესებულებებს და ხელმძღვანელობდა მათ საქმიანობას, ნიშნავდა მის კონტროლს ქვეშ არსებული ცენტრალური გაზეთებისა და ჟურნალების რედაქციას, ანაწილებდა პარტიული ბიუჯეტის სახსრებს და აკონტროლებდა მათ შესრულებას.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სკკპ_ცკ“-დან