ჩვენი მიზანია: შევინარჩუნოთ ინტერნეტი მუდამ გახსნილი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი.
ჩვენი ხელმძღვანელობა მუდამ წინა ხაზზე იდგა ჯანსაღი ინტერნეტისთვის ბრძოლაში, 1-ელივე დღიდან. ერთპიროვნული მმართველობის გაბატონების წინააღმდეგ ბრძოლა, გადაიზარდა ინტერნეტის სიჯანსაღის მხარდამჭერ საერთაშორისო მოძრაობაში.
ახალი Firefox-ის გამოყენებით, იღებთ გასაოცარ სისწრაფეს და ამასთანავე, მხარს უჭერთ Mozilla-ს მიზანს, დარჩეს ინტერნეტი ჯანსაღი, გამორჩეული და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი.
გაეცანით, თუ რა მიზნები გვაქვს ვებსამყაროსთან დაკავშირებით და როგორ ვაპირებთ მათ განხორციელებას.
Mozilla-ს არაერთი ჯილდოს მფლობელ პოდკასტში, წამყვანი ბრიჯიტ ტოდი ესაუბრება ხალხს, რომელთაც ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის მომავლის ჩამოყალიბებაში შეაქვთ წვლილი.
Mozilla ხალხს აყენებს მოგებაზე წინ ყველა ჩვენი ქმედებით, საქმით და საუბრით. ჩვენი დაწესებულების გულია, არამომგებიანი ფონდი.
გაიცანით უკეთ Mozilla Foundationდებულებები რომლებიც ჩამოვაყალიბეთ 1998 წელს, დღემდე ძალაშია. 2018 წელს კი შევქმენით დანართი, ჩართულობის, პირადი მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად ინტერნეტში ყველასთვის.
წაიკითხეთ ძირითადი დებულებები2000 სტუმარი მიიღება ყოველწლიურად
500 დამსწრე ყოველწლიურად ბერლინის ყრილობებზე სიტყვით გამოსვლებისას
800 ბოთლი ცივი ყავა ისმევა ყოველწლიურად.
შემოუერთდით დაწესებულებას, რომელიც ისწრაფვის განსაზღვრული მიზნისკენ და ქმნის განსაზღვრული დანიშნულების მქონე პროდუქტებს.
Mozilla დასაქმება
თქვენი ხმით. თქვენი კოდით. თქვენი გვერდში დგომით. უამრავი გზაა ინტერნეტის სიჯანსაღის ბრძოლაში ჩასაბმელად.
შემოგვიერთდით