არქიტრავი
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/73/Spoleto_SSalvatore_Architrave1.jpg/250px-Spoleto_SSalvatore_Architrave1.jpg)
არქიტრავი (ბერძ. arche — საწყისი, მთავარი და ლათ. trabs — კოჭი) — ანტაბლემენტის ქვედა ჰორიზონტალური ნაწილი, ერთ-ერთი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც უშუალოდ სვეტისთავებს ეყრდნობა. დორეულ და ტოსკანურ ორდერებში ფართო, სადა ქვის კოჭია, იონურსა და კორინთულში - დანაწევრებულია ჰორიზონტალური შვერელებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 609.