შინაარსზე გადასვლა

დნობის კუთრი სითბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დნობის კუთრი სითბო, დნობის ენტალპია, კრისტალიზაციის კუთრი სითბო (სიმბოლო: λ) — სითბოს ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა დნობის ტემპერატურაზე ერთეული მასის კრისტალური ნივთიერების სითხედ გადაქცევისათვის, ანუ სხვა სიტყვებით — ნივთიერების ერთეული მასის დნობის სითბო.

დნობის სითბო — სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭიროა წონასწორული იზობარულ-იზოთერმული პროცესის დროს ნივთიერების გადასაყვანად მყარი (კრისტალური) მდგომარეობიდან თხევადში.

დნობის კუთრი სითბო აღინიშნება ასო (ბერძნული ლამბდა) დნობის კუთრი სითბოს გამოსათვლელი ფორმულაა: , სადაც  — დნობის კუთრი სითბოა,  — სითბოს რაოდენობა, მიღებული ნივთიერების მიერ დნობისას (ან გამოყოფილი კრასტალიზაციისას),  — გასადნობი (კრისტალიზებად) ნივთიერების მასა.

დნობის კუთრი სითბო იზომება კალ/გ, კკალ/კგ და ჯ/კგ ერთეულებით. არსებობს აგრეთვე მოლური (გრამ-ატომური) დნობის სითბო, (ჯ/მოლ, კკალ/მოლ ან კალ/მოლ) დნობის სითბო.

ნივთიერება დნობის კუთრი სითბო (კჯ/კგ)
ალუმინი 390
რკინა 277
ოქრო 66.2
ყინული 335
სპილენძი 213
ნაფტალინი 151
კალა 60.7
პლატინა 101
ვერცხლისწყალი 12
ტყვია 25
ვერცხლი 105
თუთია 102
თუჯი (თეთრი) 14
თუჯი (ნაცრისფერი) 100
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 599.
  • Енохович А. С. Краткий справочник по физике. — М.: Высшая школа, 1976. — С. 114. — 288 с.