დომინიკ ფრანსუა არაგო
დომინიკ ფრანსუა არაგო (ფრანგ. Dominique François Jean Arago; დ. 26 თებერვალი, 1786 — გ. 2 ოქტომბერი, 1853, პარიზი) — ფრანგი ფიზიკოსი, ასტრონომი და პოლიტიკოსი. საფრაანგეთის მეცნიერებთა აკადემიის წევრი (1809).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა პარიზის პოლიტექნიკური სასწავლებელი. 1830 წლიდან იყო პარიზის მეცნიერებათა აკადემიის უცვლელი მდივანი და პარიზის ასტრონომიული ობსერვატორიის დირექტორი. 1830-1848 წლებში იყო დეპუტატთა პალატის წევრი. 1848 წლის რევოლუციის შემდეგ იყო დროებითი მთავრობის საზღვაო მინისტრი. სწავლობდა სხვადასხვა აირში სინათლის გარდატეხის მოვლენებს. ბარსელონასა და კუნძულ ფორმენტერაზე შასრულა მერიდიანის გრადუსული გაზომვა. მის სახელს უკავშირდება ოპტიკაში, მაგნეტიზმში, მეტეოროლოგიაში, ასტრონომიაში და სხვა დარგებში მთელი რიგი აღმოჩენები.. პირველმა შექმნა ელექტრომაგნიტი და აღმოაჩინა ელექტრონული და მაგნიტური ძალების ერთიანობა და ურთიერთდამოკიდებულება. მას ეკუთვნის ჰაერის კუთრი წონის ზუსტი განსაზღვა, ატმოსფერული განმუხტვისა და ჩრდილოეთის ციალის შესწავლა, ბგერის სიჩქარის განსაზღვა. მისმა მემუარებმა მნიშნელოვანი მასალა შეუნახა ფიზიკის ისტორიას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 533.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- François Arago — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- დომინიკ ფრანსუა არაგო — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- დომინიკ ფრანსუა არაგო — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- ჯონ ჯ. ო’კონორი და ედმუნდ ფ. რობერტსონი. დომინიკ ფრანსუა არაგო (ინგლისური) — ბიოგრაფია არქივში MacTutor.
- Wikipedia articles with faulty Léonore identifiers
- დაბადებული 1786
- დაბადებული 26 თებერვალი
- გარდაცვლილი 2 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1853
- ფრანგი ფიზიკოსები
- ფრანგი პოლიტიკოსები
- ფრანგი ასტრონომები
- XIX საუკუნის ასტრონომები
- XIX საუკუნის ფრანგი მათემატიკოსები
- ფრანგი ათეისტები
- ფრანგი მასონები
- საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები
- ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრები
- სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრები
- ნიდერლანდების მეცნიერებისა და ხელოვნების სამეფო აკადემიის წევრები
- შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრები
- ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრები
- პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალულები
- XVIII საუკუნის ათეისტები
- XIX საუკუნის ათეისტები