შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:ვიზუალური რედაქტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიზუალური რედაქტორი (ინგლ. VisualEditor) — ვიკიპედიის (და მედიავიკიზე მომუშავე სხვა საიტების) გვერდების რედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფა WYSIWYG რეჟიმში. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს განახორციელონ რედაქტირება სინტაქსის შესწავლის გარეშე.

[[[1]]]

როგორ ჩავრთოთ ვიზუალური რედაქტორი

[წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 25 აპრილიდან ვიზუალური რედაქტორი ხელმისაწვდომია ქართული ვიკიპედიის მომხმარებლებისათვის. რედაქტორის ჩასართავად შეასრულეთ შემდეგი მოქმედება „კონფიგურაცია“ → „რედაქტირება“ - „ბეტა შესაძლებლობები“ და გაააქტიურეთ ველი „ვიზუალური რედაქტორის ჩართვა (მხოლოდ მთავარ და მომხმარებლის სახელთა სივრცეში)“. 2013 წლის ბოლოდან იგეგმება ვიზუალური რედაქტორის სრული შესაძლებლობებით ამოქმედება ვიკიპედიის ყველაენოვან განყოფილებაში.

მიმდინარე შეზღუდვები

[წყაროს რედაქტირება]
  • ნელი და ხანგრძლივი ჩატვირთვა,
  • ცვლილებები შესაძლოა უცნაურად გამოიყურებოდეს,
  • არ არის ბმულებისა და თარგების რედაქტირების საშუალება,
  • არ არის ზოგიერთი სტრუქტურის რედაქტირების საშუალება,
  • მუშაობს მხოლოდ ზოგიერთ ბრაუზერში (Google Chrome, Mozilla Firefox),
  • რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ მთავარ და მომხმარებლის სახელთა სივრცეში,
  • ხელმისაწვდომია მხოლოდ ვექტორული იერსახისათვის.

მომავალი განვითარება

[წყაროს რედაქტირება]

ამჟამად რამდენიმე მომხმარებლის მიერ სტატიის ერთდროულმა რედაქტირებამ შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს. მომავალში იგეგმება ერთდროული რედაქტირების ფუნქციის ამოქმედება.

იხილეთ აგრეთვე

[წყაროს რედაქტირება]
  1. ფაილი:Pantelis ampatzidis|მინი|P.a