შინაარსზე გადასვლა

ვლადიკავკაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვლადიკავკაზი
Владикавказ

ვლადიკავკაზის მეჩეთი, 1912
გერბი
60pxpxპქ

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
შიდა დაყოფა 4 მუნიციპალური ოკრუგი
კოორდინატები 43°01′00″ ჩ. გ. 44°39′00″ ა. გ. / 43.01667° ჩ. გ. 44.65000° ა. გ. / 43.01667; 44.65000
მმართველი სერგეი ძანტიევი
დაარსდა 1784
ფართობი 291 კმ²
ცენტრის სიმაღლე დაახლ. 700
ოფიციალური ენა ოსური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 311 635 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1075 კაცი/კმ²
აგლომერაცია 330 076
ეროვნული შემადგენლობა ოსები
რუსები
ბერძნები
ებრაელები
სომხები
ქართველები
უკრაინელები
ინგუშები
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 8672
საფოსტო ინდექსი 362000
ოფიციალური საიტი vladikavkaz.osetia.ru
ვლადიკავკაზი — რუსეთი
ვლადიკავკაზი

ვლადიკავკაზი, კავკავი (ოს. Дзæуджыхъæу; რუს. Владикавказ; 1931-1944 და 1954-1990 წლებში ერქვა ორჯონიკიძე, ხოლო 1944-1954 წლებში — ძაუჯიყაუ) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქი ჩრდილო კავკასიაში. მდებარეობს რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში კავკასიის მთების ძირას, მდინარე თერგის სანაპიროზე. მოსახლეობა 311 635 (2010) ათ. ადამიანია და შედგება ძირითადად ოსების, რუსების, სომხებისა და ქართველებისგან.

ქალაქი დაარსდა 1784 წელს, სოფელ ძაუჯიყაუს ახლოს როგორც ციხესიმაგრე რუსების მიერ კავკასიის დაპყრობის ომების პერიოდში და მრავალი წლის განმავლობაში რუსების სამხედრო ბაზის მთავარი დასაყრდენი იყო რეგიონში. საქართველოს სამხედრო გზა, კავკასიონის გადაჭრით, გაყვანილ იქნა 1799 წელს და ის ქალაქს საქართველოსთან აერთებს სამხრეთში. 1875 წელს გაიყვანეს რკინიგზა, რომელიც მას დონის როსტოვთან და ბაქოსთან აერთებს. მას შემდეგ ვლადიკავკაზი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრი გახდა, რკინის შენადნობთა, ნავთობგადამმუშავებელი, ქიმიური და საინჟინრო-საამწყობო ინდუსტრიებით.

1931-1944 და 1954-1990 წლებში ქალაქს ორჯონიკიძე (სერგო ორჯონიკიძის, ქართველი ბოლშევიკი, პატივსაცემად), ხოლო 1944-1954 წლებში მას ძაუჯიყაუ ერქვა. ვლადიკავკაზმა დაიბრუნდა მისი „კავკასიის მფლობელის“ უწინდელი სახელი საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე.

ვლადიკავკაზს ორი ომის გადახდა მოუწია — რუსეთის სამოქალაქო და მეორე მსოფლიო ომების. 1919 წლის თებერვალში ანტი-კომუნისტ მოხალისეთა არმია გენერალ ანტონ დენიკინის მეთაურობით ქალაქს იგდებს ხელთ, თუმცა 1920 წლის მარტში წითელი არმიის მიერ განდევნილ იქნა. 1942 წლის ნოემბერში ნაცისტური გერმანიის ჯარებმა წარუმატებლად სცადეს ქალაქის აღება, შედეგად ეს უკიდურესი აღმოსავლეთის წერტილი გახდა, რომელსაც ნაცისტებმა მიაღწიეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: