The Joshua Tree — ირლანდიურიროკ-ჯგუფU2-ს მეხუთე სტუდიური ალბომი. მისი პროდიუსერები არიან ბრაიან ინო და დენიელ ლანუა. ალბომი გამოიცა 1987 წლის 9 მარტს, ლეიბლზე Island Records. The Unforgettable Fire-ის ემბიენტურ ექსპერიმენტებთან შედარებით, ამ ალბომზე ჯგუფმა უფრო მტკიცე მიმართულება აიღო და სიმღერების შეზღუდულ სტრუქტურებს იყენებდა. ალბომზე გავლენა იქონია ამერიკულმა მუსიკამ და ირლანდიურმა ხალხურმა მელოდიებმა. მასში ასახულია ჯგუფის ამერიკისადმი დადებითი და უარყოფითი გრძნობები, სადაც სოციალური და პოლიტიკური თემატიკის ტექსტები სულიერს ერწყმის.
ამერიკული ტურნეთი, ლიტერატურითა და პოლიტიკით შთაგონებით, U2-მ ამერიკა აქცია ჩანაწერის მთავარ თემად. ჩაწერა 1986 წლის იანვარში, ირლანდიაში დაიწყო. უფრო მშვიდი და შემოქმედებითი ატმოსფერის ჩამოსაყალიბებლად ჯგუფი ორ სახლში განლაგდა და ორ დამატებით პროფესიონალურ სტუდიაში. სესიების მსვლელობისას რამდენიმე მოვლენამ იქონია გავლენა ალბომის იდეებზე, მათ შორის ჯგუფის მონაწილეობამ ტურნეში A Conspiracy of Hope, როუდ-მენეჯერ გრეგ კეროლის გარდაცვალებამ და ვოკალისტ ბონოს მოგზაურობამ ცენტრალურ ამერიკაში. ჩანაწერი დასრულებული იქნა 1986 წლის ნოემბერში. დამატებითი სამუშაოები გაგრძელდა 1987 წლის იანვრამდე. სესიების მსვლელობისას U2-მ ჩანაწერს შესძინა ერთგვარი კინემატოგრაფიული განწყობა, რომელსაც მსმენელში უნდა გაეღვიძებინა წარმოდგენები ამერიკის გაშლილ სივრცეებზე. ამას ხაზი გაუსვა ალბომის გარეკანის გაფორმებამ, ფოტოსურათებმა, გადაღებულმა ამერიკის უდაბნოებში.
The Joshua Tree-მ კრიტიკოსთა აღიარები დაიმსახურა, მოხვდა 20-ზე მეტი ქვეყნის ჩარტების სათავეებში და გაყიდული იქნა რეკორდული რაოდენობით. Rolling Stone-ის თანახმად, მან ჯგუფის სტატუსი გმირებიდან სუპერვარსკვლავებამდე გაზარდა. მასში შეტანილია სიმღერები, ქცეული ჰიტებად - "With or Without You", "I Still Haven't Found What I'm Looking For" და "Where the Streets Have No Name". ალბომმა 1988 წელს მიიღო გრემი წლის ალბომისა და ვოკალის თანხლებით დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო როკ-შესრულებისთვის. ჯგუფმა ჩანაწერის მხარდასაჭერად 1987 წელს გამართა ტურნე Joshua Tree Tour. კრიტიკოსების მიერ შედგენილ როკ-მუსიკის უდიდესი ჩანაწერების სიებში მოხვედრილი The Joshua Tree არის ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი ალბომი. სულ მისი 25 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2007 წელს, ოცწლიანი იუბილეს აღსანიშნავად გამოვიდა მისი საიუბილეო გამოცემაც.
დისკის The Unforgettable Fire ჩაწერის შემდეგ კოლექტივი მთლიანად გადაეშვა ამერიკულ ბლუზში, ქანთრი მუსიკაში და გოსპელში. ამან თავისი გავლენა იქონია მომავალ ალბომზე. ბობ დილანის, ვენ მორისონისა და კით რიჩარდსის შემოქმედების გავლენით ჯგუფი დაუბრუნდა როკ-მუსიკის დესვებს, ხოლო ბონომ აქცენტი გააკეთა ტექსტებზე.
ამერიკისადმი სიმპატიების პარალელურად, ჯგუფი უკმაყოფილებას გამოხატავდა რონალდ რეიგანის პოლიტიკით. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ შემდეგი სტუდიური დისკის გავლენად იქცა უფრო ქვეყნის გეოგრაფიული ნაწილი, ვიდრე მოსახლეობა. მუსიკალურად აქ ყველაზე მეტი გავლენა ბლუზის მხრიდან იქცევა.
დისკის პირველი სინგლი იყო „With or Without You“, რომელიც U2-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნომერია.
ალბომის გარეკანზე გამოყენილი ფოტოსურათები გადაღებული ანტონ კორბეინის მიერ.
The Joshua Tree გამოსვლისთანავე აღიქვეს, როგორც ამერიკისადმი მიძღვნა. იგი მოექცა ბრიტანული და ამერიკული ჩარტების სათავეში. მას ხშირად უწოდებენ საუკეთესო როკ-ალბომს მუსიკის ისტორიაში. საკონცერტო ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ ყველა შოუზე დასასწრები ბილეთი იქნა გაყიდული და იგი იმ დროისათვის იქცა ყველაზე მასშტაბურ ტურნედ.
The Joshua Tree-მ ჯგუფს მოუტანა ორი გრემი - წლის ალბომისთვის და როკ-შესრულებისათვის ჯგუფისა თუ დუეტის სახით. 1989 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნი იგი დაასახელა #3 ადგილის მფლობელად 80-იანების 100 საუკეთესო ალბომის სიაში.
დისკი გაიყიდა 11 მილიონი ასლის სახით მხოლოდ აშშ-ში.
↑STS Studios, Danesmoate House და მელბიჩი არ არის მითითებული ალბომის ანოტაციებში. ისინი აღნიშნულია ჯგუფის წევრების და პროდიუსერების მოგონებებში.
↑ჯგუფის წევრების საკრავები ალბომის ანოტაციებში მითითებული არ არის, გარდა The Edge-ის ბეკ-ვოკალის და ბონოს ჰარმონიკისა. საკრავები სინამდვილეში ნახსენებია ჯგუფის მოგონებებში ალბომის ჩაწერის შესახებ.
↑Les Certifications French. InfoDisc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 9 იანვარი 2013. Note: U2 must be searched manually.