არასოდეს გული არ მიმიწევდა სილვერბერგისკენ. ისეთი მწერლის შთაბეჭდილებას ტოვებდა თანაბრად რომ უყვარს ფენტეზიც და საი-ფაიც, ოღონდ ეგ რატომ არის მინუსი, არასოდეს გული არ მიმიწევდა სილვერბერგისკენ. ისეთი მწერლის შთაბეჭდილებას ტოვებდა თანაბრად რომ უყვარს ფენტეზიც და საი-ფაიც, ოღონდ ეგ რატომ არის მინუსი, დღემდე არ ვიცი. პირველად აზიმოვ-სილვერბერგის 'პოზიტრონული კაცის' მერე დავუთმე ყურადღება და ეს 'ღამის ფრთებიც' ბუკინისტთან გამოცემული რუსული ვარიანტი რომ ვნახე, მაშინ ჩამივარდა ხელში. მოკლედ, აშკარა გახდა, რომ სილვერბერგი ასე თუ ისე, მაინც უნდა გამეცნო.
ჯერ უნდა ითქვას, რომ ღრუსულ თარგმანში რატომღაც 1-1 ყველაზე საინტერსო ასპექტი გააფუჭეს ბოლომდე. 'მომაკვდავი დედამიწის' ციკლის მსგავსი უკიდურესი მომავლის დედამიწაზე ლამის ლეგენდებადაა ქცეული ახლანდელი პერიოდი და ხალხი მართალია რამდენიმე ევროპული ქალაქის სახელწოდებას ისევ ძველებურთან მიახლოებულად იყენებს, მაგრამ მაინც განსხვავებულად. ასეთებია ისტანბული, მარსაი, დონსკი, ნაირუბი, იორსლემი და პერისი. აი რუსმა მთარგმნელმა კი გადაწყვიტა ამ სხვაობის ჩვენება საჭირო არ იყო და იორსლემს იერუსალიმს უწოდებს, მარსაის პირდაპირ მარსელს და ა.შ.
ეგ იქეთ იყოს და თვითონ წიგნი თავიდან ძალიან, ძააალიან ძნელად შედის სიუჟეტში. ნუ აი, ვერ იგებ ვერც მუტანტის აგებულებას, ვერც მფრინავი არსებების მიზნებს, ვერც გუშაგის სურვილებს. ატმოსფეროც კი გაურკვეველია, მაგრამ როგორც კი სიუჟეტში რომის პრინცი შემოდის (რომელიც საეჭვოდ ძალიან ჰგავს 'ზეციური სამეფოს' ბოლდუინს), ყველაფერი წყალივით მიდის.
ისე ამ რუსულ გამოცემებს კარგი პლუსი აქვს, რომ ბოლოსკენ ხანდახან ავტორის სხვა ნაწარმოებს, ძირითადად მოთხრობას დაუმატებენ ხოლმე და აქაც 'გილგამეში დაუსახლებელ მიწაზე' შემრჩა ხელში (რუსულიდან: 'ყველას თავისი ჯოჯოხეთი აქვს'), რომელიც საერთოდ სხვა საგიჟეთი აღმოჩნდა :დ უდავოდ 5/5 მოთხრობაა. ერთი სცენაც კი საკმარისია მთელი ამ საგიჟეთის წარმოსაჩენად: ჰოვარდ ლავკრაფტი და მისი მეგობარი რობერტ ჰოვარდი ლენდ როვერით მიგრიალობენ ჯოჯოხეთის ტეხასში, შემდეგ კი ხვდებიან გილგამეშს, რომელიც ნადირობს და რომელიც რობერტ ჰოვარდს შეცდომით მისივე შექმნილი პერსონაჟი, კიმერიელი კონანი ეგონება. გაფსიხდება ჰოვარდი, არიქა მეფეო კონან, შენ გენაცავლეო და იქედან ლავკრაფტი ამშვიდებს გილგამეშს, მოგვიტევე, აღელდა, ისე კარგი კაციაო.
მოკლედ, სილვერბერგს საი-ფეისთან და ფენტეზისთან ერთად იუმორის ძალიან ჰყვარებია და ეს კაცი ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს....more
მომეჩვენა, რომ წინებთან შედარებით გაცილებით უინტერესო ქვესტი ჰქონდა ჰარის და საერთო ჯამშიც თითქოს მოსაწყენი გახდა სერია. მარტო ჰარის ქარიზმა აღარაა სამომეჩვენა, რომ წინებთან შედარებით გაცილებით უინტერესო ქვესტი ჰქონდა ჰარის და საერთო ჯამშიც თითქოს მოსაწყენი გახდა სერია. მარტო ჰარის ქარიზმა აღარაა საკმარისი. რამე მოძრაობა გააკეთე, ჯიმ!...more
ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო რამ არის, რაც ოდესმე წამიკითხავს. მართლა weird fiction-ია, თუმცა თავისი წესებით. რაღაც მომენტში სანდერსონის დისტოპიებს ჰგავს,ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო რამ არის, რაც ოდესმე წამიკითხავს. მართლა weird fiction-ია, თუმცა თავისი წესებით. რაღაც მომენტში სანდერსონის დისტოპიებს ჰგავს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ქალაქ(ებ)ი აქვე, თანამედროვეობაში, სადღაც ჩვენგან სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვიდან არც ისე შორიახლოს მდებარეობს. ამ თავისი აბსურდით დიდად არავის უშლის ხელს. მნიშვნელოვანი პერსონაჟების სიმცირე და ზედაპირულობაც უფრო მეტად უპირატესობაა, ვიდრე ნაკლი. ერთადერთი, ბოლოში რაღაც დამაკლდა. თითქოს გაგრძელებას ითხოვს....more
იდეალური სათაური აქვს, თავიდან "11/22/63"-ს და "გულები ატლანტიდაში"-ს ჰგავს, მერე უფრო კინგ-სტრაუბის ნამუშევრებს ემსგავსება. პირველი 30-40% საერთოდაც უიდეალური სათაური აქვს, თავიდან "11/22/63"-ს და "გულები ატლანტიდაში"-ს ჰგავს, მერე უფრო კინგ-სტრაუბის ნამუშევრებს ემსგავსება. პირველი 30-40% საერთოდაც უდავო 5/5-ია, თუმცა დანარჩენი, შედარებით გაწელილი ნაწილების მიუხედავად, კანფეტი დასასრულის და იმის ფონზე, რომ ბოლო წიგნებთან შედარებით გაცილებით მაღლა დგას, მაინც ძალიან კარგია. ...more
ცოტა სხვა რამ დამხვდა ვიდრე ველოდი (რადგან ლამის ყველა თანამედროვე ფენტეზი ავტორი აბოდებს მასზე), მაგრამ კარგია მაინც. ადგილ-ადგილ აბდა-უბდა, ზედაპირუცოტა სხვა რამ დამხვდა ვიდრე ველოდი (რადგან ლამის ყველა თანამედროვე ფენტეზი ავტორი აბოდებს მასზე), მაგრამ კარგია მაინც. ადგილ-ადგილ აბდა-უბდა, ზედაპირული, მაგრამ მაინც კარგი....more
თითქოს ბოლოსკენ მხიარულ რომანს რომ დაემსგავსა, ამას ოდნავ მაინც უნდა გაეფუჭებინა, მაგრამ ARA! გენიალური იუმორია, Death ერთ-ერთი საუკეთესო ფენტეზი პერსოთითქოს ბოლოსკენ მხიარულ რომანს რომ დაემსგავსა, ამას ოდნავ მაინც უნდა გაეფუჭებინა, მაგრამ ARA! გენიალური იუმორია, Death ერთ-ერთი საუკეთესო ფენტეზი პერსონაჟია, მორტი კიდევ ცოტა ზედმეტად ჰგავს მომენტებში რიკ-ენდ-მორტის მორტის :@
"TO BE FRANK, I THOUGHT YOU WERE GOING TO MARRY THE PRINCESS. Mort blushed. "We talked about it," he said. "Then we thought, just because you happen to rescue a princess, you shouldn't rush into things." VERY WISE. TOO MANY YOUNG WOMEN LEAP INTO THE ARMS OF THE FIRST YOUNG MAN TO WAKE THEM AFTER A HUNDRED YEARS' SLEEP, FOR EXAMPLE." ...more
აქ დამთავრდა ჩემი და ჰენენის ერთი შეხედვით საიმედო ურთიერთობა. ყველაფერი ის გამორჩეული (ატმოსფერო, რასების და განსაკუთრებით ელფების თავისებურებები და მაქ დამთავრდა ჩემი და ჰენენის ერთი შეხედვით საიმედო ურთიერთობა. ყველაფერი ის გამორჩეული (ატმოსფერო, რასების და განსაკუთრებით ელფების თავისებურებები და მრავალფეროვნება და ა.შ.) რაც პირველ წიგნში იყო, აქაც მეორდება, მაგრამ სხვა მხრივ ახალი არაფერი. ის კი არა, პირველ წიგნს რა მინუსებიც ჰქონდა, აქ კიდევ უფრო მომრავლდა, გახდა უფრო მოსაწყენი, წინასწარ განჭვრეტადი და ნაკლებად ქარიზმატული, რაც მანდრედის მსგავსი პერსონაჟების არქონის ბრალია - პირველ რიგში. ...more
გენიალური რამ არის. თითქოს ყველაზე პრიმიტიული, ყველაზე ოდიოზური პერსონაჟი ტიტლიკანა დაკუნთული სხეულით, ყველა მოთხრობაში ტიტთითო ეს წიგნი ყველა ოჯახში!
გენიალური რამ არის. თითქოს ყველაზე პრიმიტიული, ყველაზე ოდიოზური პერსონაჟი ტიტლიკანა დაკუნთული სხეულით, ყველა მოთხრობაში ტიტლიკანა ვნებიანი ქალებით და ათასი სხვადასხვა მითოლოგია-ფოლკლორიდან ამოკენკილი ბოროტმოქმედებით, თან თითქოს რომ ყველა ამბის წინ იცი როგორ დასრულდება ისტორია, მაგრამ მააააინც უკარგესი რამეა.
თან, აქ ქრონოლოგიურადაა დალაგებული კონანის კანონიკური მოთხრობები და ყველაზე მეტად ორი მომენტი გამოარჩევს:
- არ ვიცოდი და თურმე ჰოვარდს ჯერ ასაკში შესულ კონანზე დაუწერია - როცა ის უკვე ტახტზე მძიმედ მჯდარი, აკვილონიის მეფეა, და მერე უკვე ნელ-ნელა წერდა ახალგაზრდა, ქურდი და თავქარიანი კონანის ისტორიებს; და
- დასაწყისში ჰიბორიული ეპოქის აღწერაა თავისი ისტორია-გეოგრაფიით და ზედმეტად ენციკლოპედიური არ არის, მაგრამ მოკლედ და გასაგებად წერია ყველაფერი, თან "პლავნად" უკავშირებს ჰოვარდი ამ ჰიბორიულ ეპოქას თანამედროვე სამყაროსთან, კონტინენტებთან და ხალხებთან.