ნატახტარი ანა ჯიქია ირინე ვეზდენი ანა ჭუმბურიძე მარიამ ხონელიძე გიორგი ბოდოკია

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 10

კავკასიის უნივერსიტეტი

2021-2022 სასწავლო წელი

შემოდგომის სემესტრი

საგნის დასახელება: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

ლექტორი: თათია ბურდული

სტუდენტის სახელი, გვარი: ანა ჯიქია

ირინე ვეზდენი

მარიამ ხონელიძე

ანა ჭუმბურიძე

გიორგი ბოდოკია
სარჩევი

შესავალი .................................................................................................................................................................................... 2

ნატახტარის CSR აქტივობები: ........................................................................................................................................ 2

CSR ბიუჯეტი ........................................................................................................................................................................... 6

CSR ჯილდოები ...................................................................................................................................................................... 6

CSR აქტივობები კორპორატიული კულტურის ნაწილი თუ PR აქტივობები ....................................... 7

CSR აქტივობა ........................................................................................................................................................................... 8

ბიბლიოგრაფია....................................................................................................................................................................... 9

1
შესავალი
მსოფლიოს მაშტაბით უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული და
დამოუკიდებელი კომპანია არსებობს. ისინი განსხვავებულია მათი შინაარსით,
მიზნით, სტრუქტურით, ამოცანებით და ა.შ. რა თქმა უნდა ქართული ბაზარიც
ანალოგიურია. საქართველოშიც უამრავი კომპანია არსებობს, რომლებიც
წარმატებით თუ წარუმატებლად მოღვაწეობს ბაზარზე.

კომპანია „ნატახტარი“ (სს „ლომისი“) აწარმოებს ლუდსა და ლიმონათს. იგი


ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო
ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან. ამჟამად, ლუდისა და ლიმონათის
ექსპორტი ხდება 23 ქვეყანაში.

ნატახტარის CSR აქტივობები:

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, საზოგადოებისთვისა და


კომპანიისთვის ორმხრივად სასარგებლო მოქმედება, საქართველოში არც ისე
გავრცელებული მიმართულებაა.

კომპანია „ნატახტარი“ ერთ-ერთია საქართველოში არსებული იმ მცირე


კომპანიებიდან, რომელიც აცნობიერებს და აღიარებს ბიზნესისადმი
პასუხისმგებლობით მიდგომის მნიშვნელობას. კომპანიის ღირებულებები
პარტნიორებთან და დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობისას
უპირველესყოვლისა ეფუძნება პატიოსნებასა და მზრუნველობას. კომპანია
საკუთარ საქმიანობას მაქსიმალური ღიაობისა და გამჭვირვალობის რეჟიმში
ახორციელებს, რომლის დროსაც იყენებს სრული ინფორმირებულობის პრინციპზე
დამყარებულ ორმხრივ კომუნიკაციას სამიზნე აუდიტორიასთან. ამავდროულად,
კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და მისი
ნებისმიერი თანამშრომელი აცნობიერებს საქართველოში მეცნიერებისა და
სპორტის განვითარების მხარდაჭერის უაღრეს მნიშვნელობას. რაც მთავარია,

2
„ნატახტარი“ წლებია ზრუნავს მზუნველობამოკლებული მოზარდების
კეთილდღეობასა და გაძლიერებაზე. ამასთან, კომპანია გარემოსადმი მაღალი
პასუხიმგებლობით გამოირჩევა.

1. 2008 წლიდან კომპანია „ნატახტარი“ გახდა საქართველოს ფეხბურთის

ფედერაციისა და რაგბის კავშირის ოფიციალური სპონსორი. 2012 წელს

გაგრძელდა კონტრაქტი სპონსორობის შესახებ საქართველოს რაგბის

კავშირთან

2. 2011 წლიდან, კომპანიამ დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“,ლიმონათის


თითოეული გაყიდული ბოთლიდან რამდენიმე თეთრი ყოველწლიურად,
დროის გარკვეულ პერიოდში, ირიცხება ფონდში. კომპანია წინასწარ
ავრცელებს ინფორმაციას ამ აქციის შესახებ, რათა წაახალისოს
ქველმოქმედებაში საზოგადოების თანამონაწილეობა და გაზარდოს
გაყიდვები.

ფონდის მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების


გაძლიერება და მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
ფონდი ამზადებს მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელობისა
და პროფესიის შეძენის გზით. ეხმარება დასაქმებაში, საცხოვრებლის
მოძიებაში და ა.შ.. პროგრამა გრძელდება ბენეფიციარის სრულ
დამოუკიდებლობამდე. 2011 წლიდან დღემდე ფონდი 500-ზე მეტ
ბენეფიციარს დაეხმარა, მათგან 300-ზე მეტი დასაქმდა, ხოლო 270-
ზე მეტმა ახალგაზრდამ პროფესიული განათლება მიიღო.

3. ნებისმიერ ბაზარზე მოფუნქციონირე კომპანიისთვის განსაკუთრებით

მნიშვნელოვანია ბუნებრივ გარემოზე ზრუნვა. საზოგადოება ცალსახად

3
გმობს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც აზიანებს გარემოს და საფრთხეს

უქმნის იქ არსებულ ფლორასა და ფაუნას. ნებისმიერმა კომპანიამ

მიუხედავად ზომისა და საქმიანობის მასშტაბებისა უნდა აიღოს

საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა როგორც გარემომცველი გარემოს,

ასევე მომავალი თაობის წინაშე. მოგეხსენებათ, ლუდისა და ლიმონათის

წარმოებისთვის, ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია წყალი და ამიტომ

კომპანიის უმნიშვნელოვანესი მიზანი ამ რესურზე ზრუნვაა. ეკოლოგიური

დაბინძურების შესამცირებლად ნატახტარს აქვს ჩამდინარე წყლის

გამწმენდი შენობა - ნაგებობა, რომელიც 2012 წლიდან წმენდს წარმოების

პროცესში გამოყენებულ წყალს. მაგალითად, ქარხნის მილების გარეცხვის

შედეგად, სარეცხ საშუალებებშერეული წყალი იწმინდება და სუფთა

ჩაედინება მდინარეში. აღსანიშნავია ისიც რომ„ნატახტარის“ მიერ შეძენილი

ახალი დანადგარები და ელექტროგაყვანილობა ენერგოეფექტურია, რაც

კომპანიას რესურსის ოპტიმალური გამოყენების საშუალებას აძლევს.

4. კომპანია ნატახტარი ლიდერი კომპანიაა საერთაშორისო სტანდარტების


დანერგვისა და მისი დამადასტურებელი სერტიფიკატების ფლობით.

ნატახტარის პრიორიტეტია გაითვალისწინოს სურსათის უვნებლობის,


ჯანმრთელობისა და თანამშრომელთა კეთილდღეობის საერთაშორისო
სტანდარტები. შესაბამისად ნატახტარი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში,
რომელსაც აქვს ყველა არსებული ISO სტანდარტი.

დანერგილი OHSAS-ის სტანდარტები, თანამშრომელთათვის უზრუნველყოფს


უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და სამუშაო რისკების შემცირებას. იგი კომპანიას
ეხმარება გააუმჯობესოს უსაფრთხოების კულტურა და შექმნას უსაფრთხო
გარემო ბიზნესის წარმოებისთვის.

4
5. 2017 წლიდან ნატახტარის ფონდის ინიციატივით დაიწყო ადვოკატობის
კამპანია რომელიც გულისხმობს სახელმწიფო სამსახურების უფრო
აქტიურ ჩართულობას მზრუნველობამოკლებული მოზარდების ცხოვრების
დაგეგმვაში 18 წლის მერეც.

6. ნატახტარის“ მწარმოებელმა კომპანია „ეფეს საქართველომ“, საკუთარი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი

ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების

განხორციელებისთვის, 150 ათასი ლარის დახარჯა. STOPCOV ფონდს

კომპანია ფულადი სახსრებით ეხმარება; ფონდი ნატახტარის

ბენეფიციარებს (მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს) კომპანია

ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად უდგას გვერდში და

უზრუნველყოფს:

1.ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციებს, ბინის ქირის გადასახადს,

აუცილებელ მედიკამენტებს, დისტანციურად განათლების

მისაღებად აუცილებელ რესურსებს. ფულად დახმარებას უწევს მათ,

ვინც სამსახური დაკარგა. გარდა ამისა, ფონდის ბენეფიციარებს

მუდმივად აწვდის სანდო ინფორმაციას ვირუსის პრევენციული

ზომების შესახებ.

2.საზოგადოების მხარდაჭერა: კომპანიამ ორი თვის მარაგი

სადეზინფექციო ხსნარი მიაწოდა ინფექციური პათოლოგიისა და

შიდსის ცენტრს.

5
3.ლიმონათით მოწყვლადი ჯგუფების გახალისება: კომპანიამ

განსაზღვრა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და მათი გახარების

მიზნით, ლიმონათს უგზავნის სხვადასხვა ორგანიზაციებისა და

ფონდების მეშვეობით. აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფები არიან 70+

ასაკის ადამიანები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ასევე

კარანტინში მყოფი ადამიანები და ჩვენი საამაყო ექიმები.

CSR ბიუჯეტი 50-100 ათას ლარამდე.

CSR ჯილდოები
კომპანია „ნატახტარი“ სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის 3
ჯილდოს მფლობელია:

1. „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2018“ – კომპანია


„ნატახტარმა“ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობით გაიმარჯვა
კატეგორიაში „გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი“.

2. “საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018” –


„ფონდმა ნატახტარმა“ გაიმარჯვა კატეგორიაში “სექტორთა პარტნიორობა –
გაზიარებული პასუხისმგებლობა”.

3. „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019“ – „ფონდმა


ნატახტარმა“ გაიმარჯვა კატეგორიაში „პარტნიორობა მდგრადი
განვითარებისთვის”.

6
CSR აქტივობები კორპორატიული კულტურის ნაწილი თუ
PR აქტივობები

კომპანია ნატახტარისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა


კორპორატიული კულტურის უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი
ნაწილია,რასაც მოწმობს კომპანიის მიერ განხორციელებული არაერთი
აქტივობა,ღონისძიება თუ კამპანია. ნატახტარი აცნობიერებს რამდენად
მნიშვნელოვანია ეს საკითხი როგორც საზოგადოებისთვის, ასევე თავად
კომპანიის კეთიდლღეობისთვის,ამასთანავე ნატახტარი ყურადღებას ამახვილებს
ისეთი ღირებულებების დანერგვასა და გავრცელებზე კომპანიის კულტურაში
როგორიცაა გამჭვირვალობა, მზრუნველობა, ღიაობა და პატიოსნება. CSR-ის
მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მისია მთელი გატაცებითა
და პასუხისმგებლობით აწარმოოს ბედნიერება მომხმარებლისთვის,
პასუხისმგელობა გარემოს,მომავალი თაობის,განათლების და სპორტის მიმართ.

რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანია კომპანიის მიერ განხორციელებული


CSR აქტივობების მომხმარებლისთვის გაცნობა,იქნება ეს კომპანიის პოზიტიური
იმიჯის შესაქმნელად, საზოგადოების ნდობის განსამტკიცებლად თუ მათი
დადებითი განწყობისა და ლოიალოურობის მოსაპოვებლად,მაგალითად
ყველასთვის დასამახსოვრებელი იყო “ფონდი ნატახტარის” კამპანიის ფარგლებში
გადაღებული ვიდეოები და სარეკლამო რგოლები “იზრუნე მომავალზე,თუმცა
უნდა აღინიშნოს რომ ეს ყველაფერი უპირველესად კომპანიის კულტურის
ნაწილია და მხოლოდ ამის შემდგომ საზოგადოებასათან უკეთესი
ურთიერთობის საშუალება.

7
CSR აქტივობა
წარმოვიდგინოთ, რომ შევიძინეთ ნატახტარის ლიმონათი/ლუდი.ბოთლის
დაცარიელების შემდეგ ბუნებრივია რომ ამ ბოთლს ნაგვის ურნაში
გადავაგდებთ.თუმცა, თუ გვექნება სხვა ალტერნატივა,მაგალითად იმ
შემთხვევაში, თუ ნატახტარი გადასამუშავებელ დანადგარს დადგამს სხვადასხვა
ლოკაციაზე და ბოთლების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას ან ფასდაკლებას
შემოგვთავაზებს მომხმარებლებს , ჩვენი ქცევა შესაბამისად შეიცვლება. ბოთლის
გადასამუშავებელი დანადგარები, განთავსებული იქნება სუპერმარკეტების და
ჰიპერმარკეტების შესასვლელთან. დანადგარის მუშაობის პრინციპი საკმაოდ
პარტივია, თუ ბოთლს გადასამუშავებელ დანადგარში ჩავდებთ, მანქანა
დაატრიალებს მას შტრიხკოდის სკანირებისთვის.შემდეგ კი პატარა ეკრანზე
გამოჩნდება ის თანხა, რომელიც დაგგვიბრუნდება ფასდაკლების ქვითრის ან
ნაღდი ფულის სახით.

ამ კამპანიის შემთხვევაში ნათლად გამოჩნდება, რომ ნატახტარი, მისი


მომხმარებლების დახმარებით, მაქსიმალურად ცდილობს იზრუნოს გარემოზე,
რაც დადებითად აისახება მის იმიჯზე და ხელს შეუწყობს მარტივად
შეინარჩუნოს ლიდერი პოზიცია CSR-ის მიმართულებით.

8
ბიბლიოგრაფია

1. https://www.natakhtari.com/

2. https://www.youtube.com/watch?v=ZBGSQ7BG-7s

3. https://csrblog.ge/2019/04/23/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%8

3%90%E1%83%AE%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98/

4. https://csrblog.ge/2020/04/04/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%8

3%90%E1%83%AE%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%

83%A1-

%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9

D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/

You might also like