ბალბატუხტი (ლათ. Malvalthaea transcaucasica) — 5-70 სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია, მარტოული ან მრავალრიცხოვანი, მთელი მცენარე დაფარულია გაბნეული ვარსკვლავისებური ბეწვებით. ფოთლები ყუნწიანია, კიდეებზე მრგვალკბილა; ქვედა ფოთლები ოდნავ შესამჩნევი 3-5-ნაკვთიანია, გულისებურ-თირკმლისებური. ყვავილის ყუნწები ხეშეშბეწვინია, გვირგვინის ფურცლები – ვარდისფერი. იზრდება ავშნიან ნახევარუდაბნოებში, კლდოვან ადგილებში, იშვიათად – როგორც სარეველა. საქართველოში მხოლოდ კახეთშია გავრცელებული. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, შუა აზიასა და ირანს.