გიზო ნიშნიანიძე
გიზო ნიშნიანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1928 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 19 სექტემბერი, 2011 |
გარდაცვალების ადგილი | საჩხერე, საქართველო |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი და პოეტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
Magnum opus | პაემანი ვერაზე |
გიზო ნიშნიანიძე (დ. 1928, თბილისი — გ. 19 სექტემბერი[1], 2011, საჩხერე) — ქართველი მწერალი და პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა თბილისში, ვერის უბანში, ზემელზე. 1963 წელს დაწერა ფილმის „ომარ ჯოხაძე“ სცენარი.[2]. პროფესიით ჟურნალისტმა ლექსების წერა 53 წლის ასაკში დაიწყო. 1980-იან წლებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დადგა სპექტაკლი, დოკუმენტური პოემა „პაემანი ვერაზე“, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. 2010 წელს მან სპექტაკლი აღადგინა. მასვე ეკუთვნის ქართული კონიაკის ფუძემდებლის, დავით სარაჯიშვილის შესახებ შედგენილი ბიოგრაფიული კრებული.
2003 წელს გიზო ნიშნიანიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. 2010 წლის 4 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ნიშნიანიძე საჩხერეში სტუმრად ყოფნისას საკუთარი ლექსის წარმოთქმისას მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველი მწერალი გიზო ნიშნიანიძე გარდაიცვალა // Presage.tv
- გარდაიცვალა ქართველი მწერალი და პოეტი გიზო ნიშნიანიძე // Information Agency 'PirWeli' დაარქივებული 2022-04-08 საიტზე Wayback Machine.
- პაემანი ვერაზე (2010) - ვიდეო
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მწერალი გიზო ნიშნიანიძე გარდაიცვალა // Presa.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-09-20.
- ↑ ომარ ჯოხაძე // ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-09-20.