თამარ ყუფუნია
თამარ ყუფუნია (დ. 21 სექტემბერი [ძვ. სტ. 8 სექტემბერი], 1901, სოფ. ზუბი, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 26 ნოემბერი, 1985, ზუგდიდი) — საკოლმეურნეო წარმოების ნოვატორი, ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1948, 1951). ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფლის ვ. ი. ლენინის სახელობის კოლმეურნეობის № 1 საწარმოო ბრიგადის ბრიგადირი. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი. სკკპ წევრი 1943 წლიდან. კოლმეურნეობაში შევიდა 1930 წელს. გმირობა პირველად სიმინდის, ხოლო მეორედ ჩაის ფოთლის უხვი მოსავლის მიღებისას მიენიჭა. საქართველოს სსრ III — XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 4 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის ორდენებითა და მრავალი მედლებით (მათ შორის საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის 1 დიდი ოქროს, 5 მცირე ოქროს და ვერცხლის მედლებით).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 665—666.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოციალისტური შრომის გმირები
- დაბადებული 21 სექტემბერი
- დაბადებული 1901
- გარდაცვლილი 26 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1985
- საქართველოს სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- ხობის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ყუფუნიები
- ქართველი სოფლის მეურნეობის მუშაკები
- საქართველოს სსრ-ის სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკები