ციტრუსოვანი (გუდაუთის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
ციტრუსოვანი, ამჟასარა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (ფსირცხის თემი), აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთში. ზღვის დონიდან 50 მ, გუდაუთიდან 21 კმ, ახალი ათონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ. შეიქმნა 1948 წელს სოფლების მინგრელსკოეს და გრეჩესკოეს გაერთიანებით.[1]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 231.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 34, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023